1 პროექტის სახელწოდება: რას გვიამბობენ რიცხვები ?
2 პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა რიცხვების შესახებ, დააკავშირონ მათემატიკიდან ნასწავლი მასალა ისტორიაში ნასწავლ მასალას.
3 პროექტის აქტუალობა: ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვიყენებთ
ნატ. რიცხვებს, მაგრამ ყველამ იცის კი, მისი წარმოშობის და განვითარების ისტორია?
4 პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა თავი მოუყარონ ცოდნას ნატ. რიცხვების შესახებ,ისტ-ის გამოყენებით მოიპოვონ ინფორმაცია, გაეცნონ ძველი ეგვიპტელების, პითაგორელების წარმოდგენებს რიცხვების შესახებ, განივითარონ კვლევა-ძიების ლოგიკური აზროვნების და მსჯელობის უნარებს.
5 მონაწილეთა ასაკი: VI კლასი.
7 მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას რიცხვების შესახებ, განივითარებენ ინფორმაციის მოპოვების,ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის უნარებს,
შეძლებენ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიან გამოყენებას.
8 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელოები;
9 პროექტის მსვლელობა:პროექტის გეგმის შედგენა, სამუშაოთა დანაწილება,საქმიანობების გაწერა დროში,ჯგუფებში სამუშაოთა დანაწილება,რესურსების მითითება,მოძიებული ასალებისდახარისხება,დალაგება,მათი ანალიზი,მომზადება პრეზენტაციისათვის;პროექტის შეფასება წინასწარ შედგენილი
შეფასების სქემის მიხედვით.
10 კავშირი საგნობრივ ჯგუფთან:მათემატიკა/ისტორია-V-VI 2;V-VI 5; V-VI 14; იყენებს და ქმნის ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალებებს, ახდენს მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიკაციას, ფაქტებს აკავშირებს ეპოქასთან,მსჯელობს რიცხვების საშუალებით კომუნიკაციის განვითარებაზე უძველესი დროიდან დღემდე.
11 პროექტის ხელმძღვანელი:ქ.აბაშის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
რუსუდან რუსია.
13 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: rusudanrusia.blogspot.com